ახალი პარტიის შექმნის ნაცვლად, სამივე ნიკა „ნაცებში“ უნდა დაბრუნდეს, მელიაც, გვარამიაც, მაჭუტაძეც, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ნაცები“ სათანადოდ არ მასპინძლობენ ადამიანებს და მათგან ღვაწლმოსილი ადამიანები გარბიან და აღნიშნა, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.
„ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირებას იმიტომ ახდენენ, რომ კარებს არ აღებს. თორემ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ნიკა გვარამია ციხეში ისე შეცვლილიყო, რომ გარეთ გამოსვლის დროს საკუთარი „ნაცობის“ უარყოფა იქვე დაეწყო. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ „ნაცებშია“ პრობლემა. სათანადოდ არ მასპინძლობენ ადამიანებს და მათგან ღვაწლმოსილი ადამიანები გარბიან. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და ახალი პარტიის შექმნის ნაცვლად, სამივე ნიკა „ნაცებში“ უნდა დაბრუნდეს – მელიაც, გვარამიაც, მაჭუტაძეც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.