პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ჯერჯერობით ჟურნალისტებთან კომენტარი მას არ გაუკეთებია.
გასულ დღეებში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი.
ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.
6 თებერვალს ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.