რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება

Published:

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება – ამ წუთებში კლინიკასთან მედიკოსები იკრიბებიან. ისინი დღეს ერთობლივ წერილს მოაწერენ ხელს, რომელსაც ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნიან.

მოთხოვნა უცვლელია – გაუქმდეს კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილება და შემდგომში მისაღები გადაწყვეტილებები მთავრობამ უშუალოდ კლინიკის მედპერსონალის  ჩართულობით განიხილოს. პარალელურად, მედიკოსების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ კომპენსაციებს არ თანხმდებიან.

“დღესაც იქნება დიდი სოლიდარობის აქცია. ღია წერილით მივმართავთ ახალ პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ამ ღია წერილს ხელს მოაწერს აქციაზე მყოფი ადამიანების უმრავლესობა და ხვალ გავუგზავნით ბატონ ირაკლის.

გაეცნოს დაწვრილებით ჩვენს პრობლემას, მითუმეტეს მან განაცხადა, რომ ჩართულია რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემის გადაწყვეტაში და შევახსენოთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია და გადავცეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნაჩქარები და დაჩქარებული სამთავრობო ბრძანება შეჩერდეს და გაუქმდეს,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნინო ოთარაშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img