ძაღლისა და კატის მიკედლება სკოლების, ბაღების, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროს, ბაზრის, კლინიკების, ავტოსადგურებისა და სასაფლაოს ტერიტორიაზე დაუშვებელი იქნება

Published:

ძაღლისა და კატის მიკედლება საბავშვო ბაღების, სკოლების, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენის, ბაზრის, სამედიცინო კლინიკების, ავტოსადგურებისა და სასაფლაოს ტერიტორიაზე დაუშვებელი იქნება. შესაბამისი ცვლილება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში შედის.

ცვლილებებით, ბინათმესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, ცხოველის მიკედლება ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.

კანონპროექტით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, უპატრონო ცხოველი მიიკედლონ. მიმკედლებელი ვალდებული იქნება, იყოს რეგისტრირებული მიმკედლებლად მონაცემთა ერთიან ბაზაში; უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია; მიაწოდოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს მიკედლებული ცხოველის ერთ კვირაზე მეტი ვადით გაუჩინარების ან სიკვდილის შემთხვევაში; ასევე მიაწოდოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისათვის ან ადამიანისათვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img