პრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური მიწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციისგან მიიღო

Published:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ პრეზიდენტმა ოფიციალური მიწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციისგან მიიღო და შესაბამისად, მონაწილეობის მიღებას აპირებს.

2024 წლის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში კიდევ ერთხელ განიხილება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევები.

მიმდინარე წელს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია დაარსების 60 წლისთავს აღნიშნავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img