საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ

Published:

საპარლამენტო ჯგუფი “ევროოპტიმისტები” საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილის ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. დეპუტატ ხატია დეკანოიძის თქმით, საკითხი ეხება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწიელობას.

“ვიბარებთ ინტერპელაციის სახით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვინაიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ, მათ შორის საქართველოს ახალი პრემიერმინისტრისგან განმარტება, ან მოსაზრება, როგორ შეიძლება უამრავ ჩვენ თანამოქალაქეს მისცენ საშუალება იმის, რომ მათ საზღვარგარეთ უბნებზე, კონკრეტულად ახალგახსნილ უბნებზე ჰქონდეთ საშუალება ხმის მიცემის. სპეციალურ სიებში რომ შეიყვანონ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან საზღვარგარეთ, ვინაიდან არსებობს ძალიან სერიოზული შიში ჩვენი თანამოქალაქეების, რომ მათ არ ექნებათ საშუალება მისცენ ხმა”, – თქვა დეკანოიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img