მეტეხის ხიდიდან ავტომობილი მტკვარში გადავარდა, მაშველებმა 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს

Published:

თბილისში, მეტეხის ხიდთან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა.

მაშველებმა ავტომობილი მტკვრიდან ამოიყვანეს.

როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, თბილისის სახანძრო ძალების სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განუცხადა, ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

„შემოსული ინფორმაციით, მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა ავტომობილი. ადგილზე დროულად მოახდინა რეაგირება სახანძრო-სამაშველო ძალებმა. ჩართული იყო მყვინთავთა ჯგუფი, ასევე, მცურავი საშუალებები, მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. რამდენიმესაათიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ მყვინთავთა მიერ ნაპოვნი იქნა ავტომანქანა, რომელიც ამოყვანილია მძიმე ტექნიკის საშუალებით. ავტომანქანაში ნანახი იქნა ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი. რაც შეეხება ვინაობას, ამ ეტაპზე უცნობია და დაადგენს შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.

მტკვრის პერიმეტრზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, მყვინთავების ჩართულობით, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს პირადად ხელმძღვანელობდა სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი.

მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი რამდენიმე საათის წინ გადავარდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img