საჯარო სკოლებში დირექტორების შესარჩევი კონკურსი ცხადდება

Published:

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებში დირექტორების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატების რეგისტრაცია 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
· უმაღლესი განათლება;
· არანაკლებ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება (მათ შორის სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება).
სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ კანდიდატების შერჩევა მოხდეს მხოლოდ ერთი ტესტირებითა და ერთი გასაუბრებით და დამატებით სერტიფიცირება (ტესტირება, გასაუბრება) საჭირო აღარ არის. ამ დრომდე არსებული პრაქტიკით კანდიდატის შეირჩეოდა სერტიფიცირების შემდეგ ჩატარებული გასაუბრებით.
კანდიდატის რეგისტრაციისთვის საჭიროა:
· პირადობის ან პასპორტის ასლი;
· ფოტოსურათი;
· განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
· სამუშაო გამოცდილების შესახებ ცნობა;
· სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
· ცნობა ნასამართლობაზე.
დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს 1000-მდე საჯარო სკოლაში დირექტორი არ არის. განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დეკემბერში თქვა, რომ დირექტორების შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოცხადდებოდა.
მინისტრის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა დირექტორობის კანდიდატების რამდენიმედღიანი პროტესტი სამინისტროს შენობასთან – ისინი საკუთარ თავს “დაბლოკილ კანდიდატებს” უწოდებდნენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img