კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მას ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვს.
“არ ვიცი. ეს როგორმე მედიკოსებმა უნდა გაარკვიონ”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.