მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევასა და მის აბუჩად აგდებაში ადანაშაულებს

Published:

  მორიგი უნებართვო ვიზიტის გამო, მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს ისევ კონსტიტუციის დარღვევასა და მის აბუჩად აგდებაში ადანაშაულებს.საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის ფუნქციები და კომპეტენციებიც შეახსენა.პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ზურაბიშვილის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები მავნებლობაა.”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად, აღარც არის უფლებამოსილი ითვლებოდეს ასეთად. საპარლამენტო რესპუბლიკაში როგორია პრეზიდენტის ფუნქციები, ეს ყველასთვის დღესავით ნათელია. ამ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ეს დადგენილი აქვს, ეს უდავოდ იქცა, აღარავის შეკამათების უფლება აღარ აქვს. ამის შემდეგ, იგივე დესტრუქციული ნაბიჯებით სვლა, გასაგებია რა მიზანს ისახავს. ეს ზურაბიშვილის მხრიდან არის ქართული სახელმწიფოსა და კონსტიტუციური მართლწესრიგის აბუჩად აგდება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img