წილოსანი ზურაბიშვილს ე.წ. პრეზიდენტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ენმ-ს წევრები მას სააკაშვილის შეწყალებაზე ანამუსებენ

Published:

ენმ-ს წევრები სალომე ზურაბიშვილს ანამუსებენ, რომ სააკაშვილი შეიწყალოს, ე.წ. პრეზიდენტის დუმილი ადასტურებს, რომ ეს კოორდინაცია თვალნათელია – ამის შესახებ “ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა.

წილოსანის თქმით, ზურაბიშვილს მიუნხენის კონფერენციაზე კონკრეტულ დავალებებს აძლევენ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პრეზიდენტის ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუს, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველომ უნდა იმუშაოს, რათა დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას, წილოსანს აინტერესებს, უკრაინას ომში უნდა დავწიოს საქართველო თუ მოლდოვას დსთ-ს წევრობაში? 

“დღეს გაკეთებულმა განცხადებებმაც დაადასტურეს, რომ მთელი ოპოზიციური ძალისხმევა სააკაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაციისკენ მიემართება. ეს ყველაფერი კი ნათლად ადასტურებს, რომ ამ ერთ ბელადს და მის გიჟურ მოქმედებებს მიბმული ადამიანები და პოლიტიკოსები ხართ. მეორეს მხრივ ადასტურებს იმას, რომ თქვენი დამოუკიდებლობა არ გაიშვა.

როცა სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის კონფერენციაზე კონკრეტულ დავალებებს აძლევენ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს არის რა თქმა უნდა, კოორდინირებული, ორკესტრირებული და ძალიან სამწუხარო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ჩერდებიან და სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, ანამუსებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. არ მგონია, რომ ეს ცალკემდგომი პროცესია. ე.წ. პრეზიდენტის დუმილი, სამწუხაროდ, ადასტურებს იმას, რომ ეს კოორდინაცია თვალნათელია. კოორდინაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურ თუ არაფორმალურ დაჯგუფებებს შორის და სამწუხაროდ, კოორდინაცია სალომე ზურაბიშვილთან.

სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველომ უნდა იმუშაოს, რათა დაეწიოს უკრაინას და მოლდოვასო. რაში უნდა დავეწიოთ, უკრაინას ომში დავეწიოთ თუ მოლდოვას დსთ-ს წევრობაში, თუ რაში უნდა დავეწიოთ? ევროკომისიის ანგარიშებიც ადასტურებს, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. საკუთარ ქვეყანას ეცით ყველამ პატივი და მერე დააყენეთ პირადი ინტერესები“,- განაცხადა წილოსანმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img