ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა.
“სანამ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები განაგრძობს ძალის გამოყენების აკრძალვის დარღვევას, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს, მიზანშეწონილია, ძალაში შევინარჩუნოთ კავშირის მიერ ამჟამად დაწესებული ყველა ზომა და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ზომები მივიღოთ”, – წერია განცხადებაში.
სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება ბრიუსელში 19 თებერვალს მიიღეს. ის ძალაში დღეს, 20 თებერვალს შევიდა.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის თებერვალში დააწესა. მოგვიანებით, ოქტომბერში, ევროკავშირის საბჭომ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.