ირაკლი ჩიქოვანი – საქართველოს ისტორიაში, მსოფლიომ და სამყარომ დაინახა, რაოდენ დიდი იყო სახელმწიფოს მცველების სიმამაცე

Published:

უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ, მთელმა სამყარომ დაინახა, თუ რაოდენ დიდი იყო საქართველოს სახელმწიფოს მცველების სიმამაცე და პატრიოტიზმი , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ „მათი საქციელი და თავდადება საუკუნეები იცოცხლებს“.

„საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ მათ, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოს და როგორც სიმბოლოს უდიდესი პატრიოტიზმის გრძნობის მატარებელი ადამიანებისადმი. დიდი მადლობა მათ, დიდება გმირებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img