მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით შექმნილ პეტიციაზე საჭირო ხმათა რაოდენობა მაქსიმალურს უახლოვდება. პეტიცია იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანების ინიციატივით შეიქმნა. ასოციაციამ სულ ცოტა დროში მოახერხა საჭირო ხმათა რაოდენობის მოგროვება.
პეტიციის მიზანია მიმდინარე გამოსახლებებთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდეს და შეჩერდეს უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებების სერია იქამდე, სანამ სისხლის სამართლის გამოძიება შესაძლო თაღლითობისა და მითვსების ფაქტებთან დაკავშირებით არ დასრულდება.
გაერთიანება მზაობას გამოთქვამს საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლოს და მათ მევახშეების თაღლითური სქემების ამსახველი მტკიცებულებები გადასცეს.
იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანება უკვე რამდენიმე წელია მევახშეებისგან დაზარალებული მოქალაქეების უფლებებს, როგორც სასამართლო ინსტაციებში, ასევე საგამოძიებო ორგანოებში იცავს.