ეს რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, შეუმდგარობის აღიარება და ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია, ყველა ქართველისთვის გასაგებია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ადგილს მსოფლიო რეიტინგებში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კვლევების მიხედვით საქართველო ალბანეთზე, მოლდოვას და უკრაინაზე ყველა პარამეტრით მაღლა დგას.