ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა

Published:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა. ამის შესახებ ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგლი ჰასანმა განაცხადა. მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი არის “გადამწყვეტი მომენტი ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად და უკრაინისთვის სოლიდარობის გამოსახატავად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მის გმირულ ბრძოლაში”. ზელენსკი უკრაინა-ბალკანეთის მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ის უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე ბალკანეთის სახელმწიფოების რამდენიმე ლიდერს შეხვდება.უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ალბანეთში ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებების მთავარი თემა ე.წ. მშვიდობის ფორმულა იყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img