ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანა

Published:

ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანა. პროექტის თანაავტორები არიან, ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპელი სოციალისტები, ალეკო ელისაშვილი, ხატია დეკანოიძე, ტარიელ ნაკაიძე.

კანონპროექტის თანახმად:

  • მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე სასჯელი უნდა შემცირდეს 1/4-ით
  • ნაკლებად მძიმე დანაშაულზე – განახევრდეს
  • ნარკოტიკულ და სამოხელეოზე – განახევრდეს
  • უვადო პატიმრობა გადაკვალიფიცირდეს 30 წლით

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ დღეს საქართველო ევროპაში პატიმრების რაოდენობით “მოწინავეა”, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი უფრო “რეპრესიულია, ვიდრე საბჭოთა კანონმდებლობა”.

“წინა მთავრობის დროს გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი, ქართული ოცნების პირობებში შენარჩუნდა და გაფართოვდა. სასამართლო, როგორც მმართველი ძალის მიერ რიგითი ადამიანების კონტროლის და დასჯის სისტემა, დღემდე პოლიტიკურად მართვად ინსტრუმენტად რჩება და სამწუხაროდ ვერ მოხდა მისი სანდო ინსტიტუციად ქცევა”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ამჟამად ოპოზიციაში კანონპროექტის მხარდაჭერისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img