ავსტრიის ქალაქ ლინცში გასამართ ძიუდოს გრანპრიზე 8-10 მარტს საქართველოს ნაკრების შვიდი სპორტსმენით იასპარეზებს: – ირაკლი კუპატაძე, თენგო ზირაქაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, სოსო ებილაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე , უჩა ტაბატაძე, გურამ თუშიშვილი.
2023 წელს საქართველოს ნაკრების წევრებიდან ავსტრიაში მხოლოდ ოთხმა ძიუდოისტმა იასპარეზა –შეჯიბრზე დიმიტრი გოჩილაიძემ და ზაურ დვალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.