21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია

Published:

 ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია.- ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია 21 წლის მამაკაცი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

შეგახსენებთ, მოკლული ქეთი ჯავახიშვილი გუშინ დილით, სახლთან ახლოს იპოვეს. მას დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული და ორმოში იყო ჩაგდებული.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img