წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის რეანიმობილის გადაცემის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

Published:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის რეანიმობილის გადაცემის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. მისი ავტორი “ლელოს” წევრი და წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანიაა.

ტექსტში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში მომხდარმა ფატალურმა შემთხვევებმა აჩვენეს, რომ აუცილებელია მუნიციპალიტეტს რეანიმობილი ჰყავდეს, რომ მოქალაქეებმა საჭირო სერვისი დროულად მიიღონ.

“წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვა ხალხის მოთხოვნებს ვერ ასახავს. წლებია წალენჯიხაში არ არსებობს ბავშვთა ქირურგიის კაბინეტი; სამშობიარო სახლი; გინეკოლოგიური მომსახურება; რადიოლოგი. ყოველივე ეს მოქალაქეს დაუცველობის განცდას უქმნის და ხელს უწყობს იძულებით მიგრაციას. ბოლო პერიოდის ფატალურმა შემთხვევებმა ნათლად დაგვანახა, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს წალენჯიხას ჰყავდეს საკუთარი რეანიმობილი, რათა მოქალაქემ სამედიცინო სერვისით ზუგდიდში ან ქუთაისში ისარგებლოს; ხშირ შემთხვევაში პაციენტს უწევს სამ საათამდე ლოდინი, რომ წალენჯიხაში რეანიმობილი სხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდეს. ვითხოვთ, ხელისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტს რეანიმობილი გადასცეს”, – წერია ტექსტში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img