პარლამენტს ემიგრანტების არჩევნებში ჩართვაზე ინიციატივის განხილვა ჯერაც არ დაუწყია

Published:

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD)-ის განცხადებით, პარლამენტს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში ონლაინ სისტემის გამოყენებით მონაწილეობის შესახებ ინიციატივის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია.

ცენტრის ცნობით, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადა პარლამენტმა 60 დღით გაახაგრძლივა.

“მოგეხსენებათ, 860 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ემიგრაციაშია, ხოლო მათგან გასულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 12 ათასმა შეძლო. ფაქტია, რომ ემიგრანტებისთვის არსებობს გადაულახავი ბარიერი და მათთვის საჭიროა პროცესების გამარტივება.

მიუხედავად კანონპროექტის მნიშვნელობისა, საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ დაუწყია ინიციატივის განხილვა და მეტიც, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა 60 დღით გაახანგრძლივა. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, იმისათვის რომ გაიზარდოს არჩევნებში სხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა და განმტკიცდეს ნდობა არჩეული პარლამენტის მიმართ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კანონპროექტი EECMD-მა ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკოსებთან ერთდ პარლამენტში 2023 წლის 21 ნოემბერს დაარეგისტრირა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img