ოდესაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მე-9 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

Published:

ოდესაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მე-9 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

“3 მარტს დილით, ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმიდან 24 საათზე მეტი ხნის შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მე-9 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

2 მარტს ღამით,  რუსულმა საოკუპაციო არმიამ ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 8 ადამიანი, დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. 3 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img