ისლანდიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება

Published:

ისლანდიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება, თუმცა თბილისის დატოვებამდე გუდნი იოჰანესონი რონდელის ცენტრის მიერ ორგანიზებულ უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ისლანდიის დელეგაცია დღესვე გეგმავს ახალქალაქში ჰიდროელექტროსადგურის დათვალიერებას.

გუშინ, ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ისლანდიის პირველმა პირმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა. იოჰანესონმა საჯარო ლექციაც ჩაატარა თემაზე “გლობალიზაციის ეპოქაში პატრიოტიზმის ძალა”. მან ყურადღება გაამახვილა მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე პატარა სახელმწიფოების ადგილსა და როლზე.

მანამდე, ისლანდიის პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებსაც, იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img