“ახალი” | ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკური გაერთიანება

Published:

ახალი ოპოზიციური ძალა პოლიტიკაში – ნიკა გვარამია და ნიკა მელია ერთობლივ განცხადებებს აკეთებენ. პოლიტიკოსებმა გუნდის წევრებთან ერთად ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა უკვე გამართეს.

პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ნომერი იქნება – 4. 

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, იციან, როგორ უნდა დაძლიონ სირთულეები და უპასუხონ გამოწვევებს. „ჩვენი პარტია არის „ახალი“. ჩვენ ვართ ერთად და ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებისთვის. ჩვენ შევცვლით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img