გელათში სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება

Published:

გელათის ტაძარში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება. სპეციალისტებმა შიდა სივრცეში არსებული მდგომარეობის პირველად დასკვნაზე ისაუბრეს.

მათი განმარტებით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა,რომლის კონსერვაციაც მოხდება. პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

ასევე მონასტრის ტერიტორიაზე საველე-სამეცნიერო ლაბორატორიები მოეწყო, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იმუშავებენ.

“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, რაზეც მე მიმუშავია. გამორჩეული თავისი სიდიადით. ამ ეტაპზე მიდის სადიაგნოსტიკო სამუშაოები. მე ვარ სამდღიანი ვიზიტით აქ ჩამოსული იმისთვის, რომ დავაკვირდე ამ პროცესებს. ვინაიდან მიდის დაკვირვების პროცესი ამ დროისთვის ზუსტად იმის თქმა, რა გადარჩება და რა ვერ გადარჩება ძალიან რთულია. ერთი შეხედვით თითქოს მოზაიკის დაზიანების მასშტაბები უფრო მცირეა ვიდრე კედლის მხატვრობის. მთავარი არის, რომ სპეციალისტები სწორად არის შერჩეული ამ საქმეში”, – აცხადებს მაქს პანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი, გერჰარდ ვოლფი.

გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქოს ორგანიზებით ხორციელდება. დროებითი კომიტეტი გასულ წელს შეიქმნა და ეროვნულ და საერთაშორისო საბჭოებს აერთიანებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img