სახალხო დამცველს მოქმედი თანამშრომელი უჩივის

Published:

სახალხო დამცველს ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს კოორდინატორი ლევან პაპავა უჩივის და საქალაქო სასამართლოსგან ითხოვს, განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინოს და მორალური ზიანი აუნაზღაურდეს. 

პაპავა უშუალო უფროსისგან, გიორგი ტალახაძისგან დაბალ წლიურ შეფასებას მიკერძოებულსა და უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ ეს მის მიერ განსხვავებული აზრის გამოთქმას უკავშირდება. 

“ამ შეფასების რეალური საფუძველი არის ჩემი განსხვავებული შეხედულების დაფიქსირება და განსხვავებული შეხედულების ქონა. ამ კონკრეტული ნიშნით გავხდი მე დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი კონკრეტულად უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან”, – ამბობს პაპავა. 

მისივე თქმით, სახალხო დამცველს დისკრიმინაციულ მიდგომასთან დაკავშირებით რეაგირება არ ჰქონია. ადვოკატი ამბობს, რომ ომბუდსმენმა არ განიხილა წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ პაპავას უშუალო ხელმძღვანელის ზეპირ განმარტებებს დაეყრდნო. 

საპასუხოდ, ლევან იოსელიანმა განცხადება გაავრცელა, სადაც პაპავას ჩივილს “მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობად” აფასებს

“სახალხო დამცველის აპარატში ლევან პაპავას წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური საქმისწარმოება, აპარატის ქალი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მისი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესწავლის მიზნით. ამავე მოხსენებით ბარათში, თანამშრომელი ასევე უთითებს პაპავას მხრიდან ზეწოლისა და სტრესული სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ.

რაც შეეხება მისი, როგორც საჯარო მოხელის შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამისი არგუმენტების არსებობისას შეფასების სხვადასხვა ქულის დაწერის შესაძლებლობას, რაც წინა წლებშიც იქნა გამოყენებული როგორც მისი, ასევე აპარატში დასაქმებული სხვა თანამშრომლების მიმართ.

ლევან პაპავას წინა სახალხო დამცველის დროსაც ჰქონდა პრეტენზიები შეფასების ცალკეული კომპონენტების თაობაზე და აპარატში შექმნილი იყო არაერთი კომისია, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამმართველოში თანამშრომელთა, მათ შორის, ლევან პაპავას ქცევისა და კომუნიკაციის ეთიკურობის საკითხი შეისწავლა. შეფასებასთან დაკავშირებული მისი საჩივარი განიხილა აპარატში შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ, რომლის მუშაობაში მოწვეულმა წევრმაც მიიღო მონაწილეობა.

ამდენად, აპარატში მისი საჩივრის განხილვის პროცედურები ამოიწურა და შემდგომში დაველოდებით ამ საკითხზე სასამართლო განხილვას”, – წერს იოსელიანი. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img