ტრამპი ამბობს, რომ პუტინი “ალბათ” ჩართული იყო ნავალნის სიკვდილში

Published:

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტმა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი “ალბათ” ჩართული იყო ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაში.

“არ ვიცი, მაგრამ ალბათ, ვგულისხმობ, შესაძლოა, მე შემიძლია ვთქვა, ალბათ, არ ვიცი”, – თქვა რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა Fox News-თან ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, ეკისრება თუ არა პუტინს პასუხისმგებლობა ნავალნის სიკვდილზე.

მისივე თქმით, ნავალნი ახალგაზრდა იყო და სტატისტიკურად, დიდხანს უნდა ეცოცხლა და “მოხდა რაღაც უჩვეულო”.

რუსეთმა განაცხადა, რომ ნავალნი, რომელიც მთავარი რუსი ოპოზიციონერი იყო, გარდაიცვალა 16 თებერვალს სასჯელაღსრულების კოლონიაში. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ დაადანაშაულეს რუსეთი მომხდარში, მაგრამ ტრამპი პუტინის მიმართ რბილ რიტორიკას ინარჩუნებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img