ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი – უკრაინას მხოლოდ ყუმბარები არ სჭირდება, ადამიანები სჭირდება

Published:

უკრაინას დამატებითი მობილიზაცია სჭირდება, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, რობ ბაუერმა დღეს კიევის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თქვენ მხოლოდ ყუმბარები არ გჭირდებათ, თქვენ ადამიანები გჭირდებათ, რომლებიც დაღუპულებსა და დაჭრილებს შეცვლიან. ეს მობილიზაციას ნიშნავს“, – განაცხადა რობ ბაუერმა.

„მე მესმის ის, თუ რამდენად რთულია ლიბერალურ დემოკრატიაში ხალხის დარწმუნება, მაგრამ ვხედავ, რომ ეს იცვლება“, – აღნიშნა ბაუერმა.

ცნობისთვის, ადმირალი რობ ბაუერი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევს პირველად ეწვია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img