საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების მატჩს მოქალაქეთა ნაწილი პირველი რესპუბლიკის მოედანზე ადევნებდა თვალს. სივრცე თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, იმ გულშემატკივრებისათვის მოეწყო, რომლებმაც მატჩზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ვერ შეძლეს.
საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გულშემატკივრები დიდი ოვაციებით შეხვდნენ და ნაკრების წევრებს შემდეგ თამაშში წარმატებები უსურვეს.