ტერაქტი მოსკოვის ცენტრში – დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, ათობით პირი კი დაკარგულად მიიჩნევა.
რუსეთის უშიშროების სამსახურში ადასტურებენ, რომ “ოთხივე ტერორისტი”, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა შეიარაღებულ თავდასხმაში, დააკავეს.მედიის ცნობით, რუსეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, სულ 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 4 უშუალოდ იყო ჩართული ტერაქტში. იქამდე კი მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.