რუსულ “ტელეგრამ” არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. ტერორისტებს, რომლის ნაწილი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა, მილიონ რუბლზე მეტს დაჰპირდნენ იმისთვის, რათა ტერაქტი მოეწყოთ და ადამიანები დაეხოცათ. -ამის შესახებ ერთ-ერთი დაკავებული დაკითვხისას ყვება.
- – რას აკეთებდი კროპუსში?
– ჩავცხრილე ხალხი
– ფულისთვის სანაცვლოდ?
-კი
– რამდენი აიღე ?
– ნახევარი მილიონი რუბლი
– ვინ მოგცა?
– ჯერ არ ამიღია ნახევარი მომცეს- როგორ?
– ბარათზე ჩამირიცხეს?
– იარაღი ვინ მოგაწონა?
– თვითონ მათ მომცეს?
– მათ ვინ?
– არ ვიცი ტელეგრამით ვკონტაქტობდი, მწერდნენ სახელის და გვარის გარეშე”, – ამბობს დაკავებული დაკითხვისას.
ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.
Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.