აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამილა ჰარისმა ვლადიმერ პუტინის განცხადება მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან უკრაინის კავშირის შესახებ უარყო.
ABC News-ის შეკითხვაზე, აქვს თუ არა აშშ-ს მონაცემები, რომლებიც დაადასტურებდა პუტინის განცხადებას, ჰარისმა უარით უპასუხა:
“არა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. სინამდვილეში ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ “ისლამური სახელმწიფო”, ფაქტობრივად, ყველა მონაცემების მიხედვით, პასუხისმგებელია ამ ტერაქტის გამო.
მანვე მომხდარს “საშინელი ტრაგედია” უწოდა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.