ფლორენციაში, ბინის გაძარცვის მცდელობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ნოვოლის რაიონში მოხდა. ძარცვის მცდელობის დროს სახლში სიგნალიზაცია ჩაირთო. შედეგად, 31 წლის მამაკაცმა შენობის დატოვება ვეღარ მოასწრო და პოლიციამ შემთხვევის ადგილზე აიყვანა.
ნაპოვნია ზურგჩანთა, რომელიც, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილს ეკუთვნის და ის ვერცხლის ნივთებით იყო სავსე. საქართველოს დაკავებული მოქალაქე ფლორენციის სოლიჩიანოს ციხეში გადაიყვანეს.