სწორედ ამიტომ არის ეს გამარჯვება დიდი გამარჯვება, ჩვენი ფეხბურთელბის დიდი ნაწილი უბრალო ოჯახებიდან მოდის და მათ საკუთარ თავზე აქვთ განცდილი ჩვენი ხალხის ყოფა, ტკივილი და ძალა. მათ შეძლეს არაფრისგან საკუთარი თავის შექმნა, როგორც ამას ჩვენი ხალხი ახერხებს უკვე 30 წელია. – ამის შესახებ სოციალური ამართლიანობის ცენტრის ერთ–ერთი დამფუძნებელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ფეხბურთელებს წარმატებულ ფინალს.
“ჩვენი ფეხბურთელების იმიჯებში და ქცევაში მასკულინობის ახალი ფორმები გამოჩნდა, რომელიც ყველაფერთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია.
პირველ რიგში ჩანს, რომ ისინი თავმდაბლები არიან და საჯარო კომენტირების დროს ეს გრძნობა სულ თვალშისაცემია.
მათ აქვთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ერთმანეთის აღიარება. ყოჩების ლოგიკა არ ჩანდა გუნდში, არც თამაშში და არც გარეთ.
გუშინაც მნიშვნელოვანი იყო, რომ ბერძნების ძალიან აგრესიულ თამაშს აგრესიით არ უპასუხეს და თავის მიზანზე ორიენტირებულები დარჩნენ.
გამარჯვებაც ლაღად და მსუბუქად, ცეკვით და სიმღერით მიიღეს.
საჯარო ინტერვიუების დროს ამ ბიჭებს არ ავიწყდებათ რა მძიმე გამოცდილებიდან მოდიან და ჩანს როგორი მადლიერები არიან საკუთარი ოჯახების და დედების, რომლებმაც ძალიან რთულ სოციალურ რეალობაში გაზარდეს.
სწორედ ამიტომ არის ეს გამარჯვება დიდი გამარჯვება, რომ ჩვენი ფეხბურთელბის დიდი ნაწილი უბრალო ოჯახებიდან მოდის და მათ საკუთარ თავზე აქვთ განცდილი ჩვენი ხალხის ყოფა, ტკივილი და ძალა. მათ შეძლეს არაფრისგან საკუთარი თავის შექმნა, როგორც ამას ჩვენი ხალხი ახერხებს უკვე 30 წელია და თავდადებით იმედის შექმნა,” – წერს თამთა მიქელაძე.