იტალიაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

Published:

იტალიის ქალაქ მატერაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ფსონების ცენტრ Goldbet-ის ძარცვაშია ბრალდებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი 20 მარტს ქალაქის ცენტრში მდებარე ფსონების ცენტრში შეიჭრა, თანამშრომელს სამზარეულოს დანით დაემუქრა, აიძულა 6 000 ევრო მიეცა და გაიქცა. ის პოლიციამ რამდენიმე დღის შემდეგ დააკავა.

საქართველოს მოქალაქე წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.

ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img