უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის ომს, სულ მცირე, 537 ბავშვი ემსხვერპლა.
უწყების ინფორმაციით, დაშავებულია 1273-ზე მეტი ბავშვი. “დონეცკში – 524, ხარკივში – 343, ხერსონში – 149, კიევში – 130, დნეპროპეტროვსკში – 125, ნიკოლაევში – 103, ზაპოროჟიეში – 100, ჩერნიჰივში – 72, ლუჰანსკში – 67”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.