რეჯეფ თაიფ ერდოღანი- ჩვენ  არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ

Published:

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებს გამოეხმაურა. ქვეყნის პრეზიდენტი მიიჩნევს რომ ამ არჩევნებში დემოკრატია და ეროვნული ნებაა გამარჯვებული.

თურქმა ხალხმა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად გამოიყენა.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ პარტია ყოველთვის დემოკრატიისა და საარჩევნო ყუთის მხარესაა. „დღეს ჩვენ ვმოქმედებთ იგივე პასუხისმგებლობის გრძნობით და არ ვაღიარებთ არანაირ ძალაუფლებას ერის ნებაზე მაღლა. ჩვენ არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი ერის გადაწყვეტილების მიმართ და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანის თქმით, მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რისი სურვილი და იმედიც ჰქონდა. „ჩვენს პარტიაში ღიად შევაფასებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და თვითკრიტიკაში ჩავერთვებით“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. 31 მარტს თურქეთში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ დიდ ქალაქებზე კონტროლი შეინარჩუნა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img