აზიმუტმა თბილისის მიმართულებით ფრენები სანქტ-პეტერბურგიდანაც დაიწყო

Published:

რუსულმა ავიაკომპანია აზიმუტმა თბილისის მიმართულებით ფრენები სანქტ-პეტერბურგიდანაც დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

რეისები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. 

აზიმუტი თბილისისკენ რუსეთის კიდევ ოთხი ქალაქიდან, მოსკოვიდან მირერალნიე-ვოვიდან, სოჭიდან და უფადან დაფრინავს. 

სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს ამ დრომდე Georgian Airway-ს (კვირაში სამჯერ) და რუსული Red Wing (კვირაში ორჯერ) ახორციელებდნენ. 

აზიმუტმა საქართველოში ფრენები 17 მაისიდან დაიწყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img