ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ნიკოლას მადურომ სატელევიზიო გადაცემაში ვენესუელაში რუსეთის ელჩს, სერგეი მალიქ-ბაღდასაროვს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს მალე შეხვდება.
„გადაეცი პრეზიდენტ პუტინს, რომ მე მას მალე ვესტუმრები“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.
მადუროს ვიზიტი კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ვიზიტისთვის მზადება მიმდინარეობს.
ნიკოლას მადურომ რუსეთში ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაასახელა.