იტალიაში მიმდინარე 18-წლამდე მორაგბეთა ექვსი ერის ფესტივალზე, საქართველოს ნაკრების მიერ საფრანგეთის დამარცხების (20:19) შემდეგ მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში უმცროსი „ბორჯღალოსნების“ ორი მორაგბე მოხვდა – რჩეულთა შორის ლევან ეზიეშვილი და ნიკოლოზ ჩხორთოლია დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ფესტივალზე მესამე შეხვედრას 7 აპრილს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატრებს.