„იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანებამ“ ბრიფინგი გამართა. აღნიშნულის მთავარი თემა მოქალაქეების უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების წინააღმდეგ მორატორიუმის გამოცხადება იყო. მორატორიუმთან დაკავშირებით ორგანიზაციამ შექმნილ პეტიციაზე საჭიროზე მეტი ხმა მოაგროვა.
აღნიშნულ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება იანვრიდან დაიწყო, “იპოთეკითა და “მევახშეებისგან” დაზარალებურთა გაერთიანების” იურისტებმა საგამოძიებო ორგანოებს თანამშრომლობის მიზნით კიდევ ერთხელ მიმართეს. მათ ბრიფინგზე დროული რეაგირება და დამნაშავე პირების გამოვლენა მოითხოვეს.
” ქვეყნის მასშტაბით გამოძიებების დასრულებამდე შეჩერდეს გამოსახლება” – სწორედ ესაა „იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანების“ მთავარი მოთხოვნა. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტებმა, საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი საჩივრებით არაერთხელ მიმართეს. ისინი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მყისიერ რეაგირებას ითხოვენ. აღნიშნულ ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდნენ ორგანიზაციის ბენეფიციარებიც.
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის გიგა წულეისკირის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია დიდი ხანია დაზარალებულ მოქალაქებთან ერთად მევახშეების წინააღმდეგ იბრძვის. ისინი ცდილობენ რომ შესაბამის ორგანოებს ხმა მიაწვდინონ.