გუშინ, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უთანაგრძნობს.
“მწუხარებით ვუსამძიმრებთ ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მათ საყვარელ ადამიანებსა და მეგობრებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
“ვუსამძიმრებთ ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს” – აშშ-ს საელჩო საქართველოში
Published: