ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა

Published:

“ქართულ ოცნების” ახალი თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით,  შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია.

“ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მხარდაჭერისთვის და აგრეთვე, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის არაერთი მიმართულებით. პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს კურსი შეუქცევადია. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” პირობა კიდევ ერთხელ დაარღვია და მეორედ დააინიცირა “რუსული კანონი”, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა ამერიკელი სენატორების, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img