ბრიტანეთის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას ეხმაურება და წერს, რომ მხარში უდგას საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში.
“დღეს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც 35 წლის წინ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში,” – წერს საელჩო X-ზე.
1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველზე, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავდა ასობით. მშვიდობიან მოქალაქეებს ტანკებით, მომწამლავი ქიმიური საშუალებებით, ცეცხლსასროლი იარაღით, სასანგრე ბარებით დაუპირისპირდნენ.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და აქტი მიიღო. დღეს საქართველო დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.