შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ნიკორას“ მოლარე კონსულტანტი და კიდევ ერთი პირი დააკავა

Published:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 2 პირი დააკავა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 2004 წელს დაბადებული ა.ე. და 2003 წელს დაბადებული ჯ.უ. დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img