საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს ხვდება.
შეხვედრა პარლამენტში ამ წუთებში იმართება და ის მედიისთვის დახურულია.
მდინარაძე ახალგაზრდებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გააცნობს.
შეხვედრას ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ესწრება.