“ეს კანონი არ არის კარგი, ეს არ არის არც ევროპული და არც ამერიკული” – ჰერჩინსკი

Published:

ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის არც ევროპული და არც ამერიკული – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი, რუსულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რუსული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

“პრობლემაა ბოლო ინიციატივა, კანონპროექტი, რომელიც ჩვენი ხედვით შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ბორელმა ეს ძალიან მკაფიოდ განმარტა. 24 საათიც არ იყო ამ კანონპროექტის გამოტანიდან, როცა ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ, ლეგიტიმური შეშფოთება, რადგან გამჭვირვალობის მოტივი არ უნდა იყოს გამოყენებული რომ შეზღუდოს და სტიგმატიზება მოახდინოს სამოქალაქო საზოგდოება. სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება აბსოლუტურად არსებითია დემოკრატიისთვის. უბრალოდ, ეს კანონი არ არის კარგი! არ არის არც ევროპული და არც ამერიკული. არსებობს, სხვადასხვა გზები გამჭვირვალობისთვის , მაგრამ ეს არ უნდა იყოს გაკეთებული იმ დიდი, მნიშვნელოვანი საქმის შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ” – განაცხადა ჰერჩინსკიმ.  

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img