ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე “ყურით გათრევით” ემუქრება მსახიობებს, თუ რუსულ კანონს გააპროტესტებენ.
ჩიგოგიძე ტვ პირველთან ამტკიცებს, რომ კანონში რუსული არაფერია.
“ხვალ ვიღაცამ რომ მოინდომოს ჩემი სცენიდანაც იგივე გაიმეროს, რას ვიზამ და გავალ სცენაზე, ყურში წავავლებ ხელს და გამოვათრევ ხელს. ეს არ არის საკუთარი აზრი, ეს არის პოლიტიკური მოწოდება. ჩემთვის ეს იყო ძალიან ცუდი, შემაშფოთებელი ფაქტი. არაფერი რუსული მასში არ არის. ეს არის სუფთა ევროპული. მე სცენიდან ვიცი მხოლოდ ერთი რამ. ვინც კეთილ საქმეს აკეთებს თეატრისთვის მადლობა გადავუხადო”, – ამბობს ჩიგოგიძე ტვ პირველის ცნობით.
რუსული კანონი გააპროტესტეს ვასო აბაშიძის თეატრში. პროტესტს შეუერთდა არა ერთი მსახიობი.