ხვალ, 13 საათზე, ქუთაისში “არა რუსულ კანონს” აქცია გაიმართება

Published:

12 აპრილს, ქუთაისში, კოლონადებთან, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო სექტორისა და მედიის ორგანიზებით აქცია გაიმართება. აქციის მთავარი ლოზუნგი “არა რუსულ კანონს” იქნება.

“საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, კანდიდატის სტატუსის ფონზე, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას. რუსული კანონის მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img