“ჩვენ მარტივი პრინციპი დავაწესეთ: ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ დავარტყამთ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

Published:

ჩვენ მარტივი პრინციპი დავაწესეთ: ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ დავარტყამთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ F-15-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების ბაზაზე ვიზიტისას განაცხადა.

ასევე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პილოტებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. როგორც მან განმარტა – ისრაელი რთულ პერიოდს გადის და ქვეყანა მძევლების დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს. „ჩვენ რთულ პერიოდს გავდივართ. ღაზაში ომის შუაგულში ვართ, რომელიც მთელი ძალით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ჩვენი მძევლების დასაბრუნებლად დაუღალავ ძალისხმევას ვაგრძელებთ, მაგრამ ასევე სხვა ფრონტებიდან გამოწვევებისთვის ვემზადებით“ –  აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img